🌍 28 მარტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიება - ,,დედამიწის საათი’’ აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის გაუმჯობესებას გარემოს სასარგებლოდ.
🏡🌐 სამწუხაროდ, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) სწრაფი გავრცელების გამო, ,,დედამიწის საათის’’ ორგანიზატორები მოგვიწოდებენ, წელს ღონისძიება მხოლოდ დისტანციურად, საკუთარ სახლებში აღვნიშნოთ.
👉 ამისათვის შეგვიძლია განვახორციელოთ სამი ძალიან მარტივი, მაგრამ ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა:
✅ 28 მარტს, საღამოს 20:30-საათიდან 21:30-საათამდე ჩავაქროთ სინათლე
✅ დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და პოზიცია ბუნების სასარგებლოდ, რათა მივაწვდინოთ ხმა მსოფლიო ლიდერებს და მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი მომავლის შექმნაში: ✍https://voicefortheplanet.org;
✍ https://bit.ly/2xnUnGe (🇬🇪 ქართული ვერსია)
✅ სოციალურ ქსელებში გამოვიყენოთ ჰეშთეგები: #დედამიწისსაათი, #დაუკავშირდიდედამიწას, #ბუნებამნიშვნელოვანია, #EarthHour, #Connect2Earth, #NatureMatters და მთელს მსოფლიოს დავანახოთ ბუნების სასარგებლოდ ჩვენი ერთიანობა

🤝 2020 წელი ბუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია, რადაგანც წელს მსოფლიო დონეზე მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავენ მოქმედებათა დღის წესრიგს და გარემოს სასარგებლოდ მისაღებ ცვლილებებს.
🙌 სწორედ ამიტომ, წლევანდელ ,,დედამიწის საათში’’ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა და ბუნების სასარგებლოდ ჩვენი ხმის დაფიქსირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!